LIVE

სინგაპური ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი მოზარდის საქმეს იძიებს

07 ივლ 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 763
სინგაპური ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი მოზარდის საქმეს იძიებს
Bloomberg

სინგაპურის მთავრობა 16 წლის აცრილი მოზარდის საქმეს იძიებს, რომელსაც სიმძიმის აწევის შემდეგ გული გაუჩერდა. გამოძიება არკვევს არსებობს თუ არა კავშირი Covid-19 ვაქცინასა და გულის გაჩერების შემთხვევას შორის.

ჯანდაცვის სამინისტრომ ინსტრუქციები ვაქცინაციის შესახებ განაახლა და ურჩია სინგაპურის მცხოვრებლებს, განსაკუთრებით 30 წლამდე მოზარდებსა და მამაკაცებს, თავიდან აიცილონ ფიზიკური დატვირთვა ვაქცინაციიდან შვიდი დღის განმავლობაში.

ამ დრომდე დატვირთული ვარჯიშისგან თავის შეკავების ვადა აცრიდან 12-24 საათი იყო. ორშაბათს გამოქვეყნებულ განახლებულ მითითებებში, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი საექსპერტო კომიტეტი აგრძელებს mRNA ვაქცინების რეკომენდაციას, რადგან სარგებელი კვლავ გადაწონის რისკებს.

სინგაპურის პოზიცია ეხმიანება აშშ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლიდერების პოზიციას, რომლებიც მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მამაკაცების მცირე ჯგუფს იმუნიზაციის შემდეგ გულის პრობლემები გამოუვლინდათ ირწმუნებიან, რომ Covid-19 ვაქცინები უსაფრთხოა.

სინგაპურში სტუდენტმა Pfizer-BioNTech/Comirnaty ვაქცინის პირველი დოზა 27 ივნისს გართულების გარეშე მიიღო. 3 ივლისს, გულის გაჩერებამდე მან სავარჯიშო დარბაზში ძალიან მძიმე წონები აწია.

შემთხვევა სინგაპურის ჯანმრთელობისა და მეცნიერების ორგანოს განცხადებას მოსდევს, რომ 12 ადამიანს ვაქცინაციის შემდეგ გულის პრობლემები აღენიშნა. შვიდი შემთხვევა 30 წლამდე მამაკაცებს ეხებოდათ, რაც მთავრობის თქმით, ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნილუკსი კოსვანაგე