LIVE

OPEC+ ნავთობის წარმოების ზრდის შესახებ შეთანხმებას ვერ აღწევს

03 ივლ 202113:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 545
OPEC+ ნავთობის წარმოების ზრდის შესახებ შეთანხმებას ვერ აღწევს
Andrey Rudakov/Bloomberg

OPEC-მა და მისმა მოკავშირეებმა უარი თქვეს ნავთობმომარაგების შესახებ მოლაპარაკებების ორშაბათამდე გაგრძელებაზე, რადგან ძირითად წევრთან უთანხმოებამ ალიანსის ერთიანობას შეუქმნა საფრთხე. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გაზარდა მოთხოვნები უკეთესი პირობების მისაღებად. 

შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოხატა შეშფოთება ბენზინის ფასების ზრდასთან დაკავშირებით, რადგან ნავთობის ფასმა $75-ს გადააჭარბა.

წარმოების ზრდაზე შეუთანხმებლობა დამატებით პრობლემებს უქმნის ისედაც დაძაბულ ბაზარს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა. ასევე, შესაძლებელია საპირისპირო სცენარიც: თუ ერთიანობა მთლიანად დაიშლება, უნივერსალური თავისუფლება გამოიწვევს ფასების დაცემას - როგორც ეს მოხდა გასულ წელს OPEC+ მოკავშირეებს შორის ფასების ომის დროს.

“ამჟამინდელი ჩიხი არის არაბთა გაერთიანებული საამიროების მიზნებს აშკარას ხდის: მათ აქვთ მკაფიო მანდატი, გაზარდონ წარმოება და სურთ, უფრო დიდი გავლენა მოახდინონ ბაზარზე”, - ამბობს ამრიტა სენი, Energy Aspect-ის კონსულტანტი ლონდონში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ხავიერ ბლასი, გრანტ სმიტი, სალმა ელ ვარდანი და დინა ხრენიკოვა