LIVE

TBC Capital: წელს საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზრდება

02 ივლ 202114:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 799
TBC Capital: წელს საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზრდება

TBC Capital საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5.5%-იდან 10.5%-მდე ზრდის.

კვლევაში "მაკრო-სექტორული განახლება: ეკონომიკის გადატვირთვა" აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს ტურიზმიდან 2019 წელს მიღებული შემოსავლები 40%-ით აღდგება, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი 90%-ს მიაღწევს. TBC Capital-ის განახლებული პროგნოზით, ექსპორტის წლიური ზრდა 23.5% იქნება, ტურიზმი გასულ 2020 წელთან შედარებით 138.7%-ით გაიზრდება, ხოლო ფულადი გზავნილები წლიურად 24.5%-ით გაიზრდება. რაც შეეხება ინვესტიციებსა და იმპორტს, FDI-ის ზრდის პროგნოზი წლიურად 10%, ხოლო იმპორტის - 21%-ია.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა წელს ეკონომიკის 6.5%-იან ზრდას ელის და არც ორნიშნა (10.2%) ზრდის მიღწევას გამორიცხავს. შედარებით დაბალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა“ (EBRD) საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდი პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით, 4.5%-მდე გაზარდა2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებენ "საერთაშორისო სავალუტო ფონდი" (IMF) და „აზიის განვითარების ბანკი" (ADB).