LIVE

კომპანიის განცხადებით, J&J-ის ვაქცინა დელტა ვარიანტს ანეიტრალებს

02 ივლ 202112:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 932
კომპანიის განცხადებით, J&J-ის ვაქცინა დელტა ვარიანტს ანეიტრალებს
Bloomberg L.P.

Johnson & Johnson-მა განაცხადა, რომ მისი ვაქცინის ერთჯერადი დოზა ანეიტრალებს სწრაფად გავრცელებად დელტას ვარიანტს და ინფექციისგან ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს. 

კომპანიამ განაცხადა, რომ ვაქცინის მიმღებმა პირებმა ყველა ვარიანტის, მათ შორის დელტას წინააღმდეგ, გამოიმუშავეს ძლიერი ანტისხეულები, რომლებიც იმუნიტეტის შენარჩუნებას მინიმუმ 8 თვით უზრუნველყოფს. 

იმის გამო, რომ J&J ვაქცინა უზრუნველყოფს უფრო დაბალ დაცვას, ვიდრე RNA ვაქცინები, როგორიცაა Pfizer-ი და Moderna, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ საჭირო გახდებოდა გამაძლიერებელი დოზის დამატება.

“ბედნიერები და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დროისთვის გამაძლიერებელი არ არის საჭირო და ჩვენ სხვადასხვა შტამებისგან ვართ დაცულები”, - განაცხადა J&J-ის ინფექციური დაავადებების და ვაქცინების გლობალურმა ხელმძღვანელმა, იოჰან ვან ჰუფმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაილი გრიფინი