LIVE

წყვილმა ბაბლ ჩაის IPO-ს შემდეგ $2,2 მილიარდის ქონება დააგროვა

04 ივლ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1227
წყვილმა ბაბლ ჩაის IPO-ს შემდეგ $2,2 მილიარდის ქონება დააგროვა
Bloomberg

2014 წელს, პენგ სინმა და მისმა მეუღლემ, ჟაო ლიმ ბაბლ ჩაის ბიზნესი დაიწყეს. ახლა მათ მიერ დაარსებული კომპანია, Nayuki $3.8 მილიარდად არის შეფასებული. Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, წყვილის წილის ღირებულება თითოეულისთვის დაახლოებით $1,1 მილიარდია.

Nayuki, რომელმაც ბიზნესი სამხრეთ ჩინეთის ქალაქ შენჟენში დაიწყო სამი ფილიალით, მაღალი კლასის ჩაის სასმელების ბაზარზე ბუმის ცენტრში აღმოჩნდა. Nayuki-ის ახლა 560-ზე მეტი ფილიალი აქვს 70-ზე მეტ ქალაქში, ძირითადად ჩინეთში.

”ჩვენ თითქმის ორი წელი გავატარეთ სასმელების ტესტირებაზე, ქუჩაში, სანამ პირველი მაღაზიას გავხსნიდით”,- ამბობს ინტერვიუში კომპანიის გენერალური მენეჯერი და თანადამფუძნებელი პენგ სინი.

მაღალი კლასის ჩაის სასმელების ბუმის მიუხედავად, ზოგიერთი ანალიტიკოსი შეშფოთებას გამოთქვამს იმის შესახებ, შეძლებს თუ არა კომპანია, რომელიც ზარალზე მუშაობს, გახდეს მომგებიანი.

კომპანიის აქციებმა ბირჟაზე განთავსების შემდეგ ვაჭრობა HK$17,12-ით დაიხურა, რაც დაახლოებით 14%-ით დაბალია, ვიდრე თავდაპირველი შეთავაზების ფასი HK$19,80.

ბაბლ ჩაი გასული საუკუნის 80-იან წლებში ტაივანში შეიქმნა, მოგვიანებით კი მთელ აზიაში გახდა პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად ტაპიოკას ბურთულებთან ასოცირდება, რომლებიც სასმელში "ბუშტების" სახით არის წარმოდგენილი, Nayuki-ის ვერსიები ხშირად სხვადასხვა ინგრედიენტებს შეიცავს, როგორიცაა ახალი ხილი ან მდნარი ყველის ტოპინგები.

Nayuki-მ, რომელმაც IPO-ს მეშვეობით $656 მილიონი შეაგროვა, 2020 წელს მთლიანი საცალო მოხმარების მიხედვით, თანამედროვე ჩაის კაფეების პრემიუმ ბაზრის დაახლოებით 19% დაიკავა. Nayuki-ის წილი ჯერჯერობით სიდიდით მეორეა. კიდევ ერთი მთავარი მოთამაშე ბაზარზე HeyTea-ა, რომელიც 2012 წელს დაარსდა.

Kantar Worldpanel Greater China-ს მიხედვით, ჩინეთის ჩაის კაფეების ბაზარს ზრდის პოტენციალი აქვს, მაგრამ "მიაღწევენ თუ არა Nayuki და ინდუსტრიის სხვა კომპანიები მდგრად მომგებიანობას, ეს ღელვის საგანია".

გასულ წელს კომპანიამ დაახლოებით 3,1 მილიარდი იუანის ($480 მილიონი) შემოსავალი მიიღო, თუმცა წმინდა ზარალი დაახლოებით 203 მილიონი იუანი დაფიქსირდა.

პენგის თქმით, კომპანია ამჟამად ხარჯების შემცირებასა და ეფექტურობის გაზრდაზე მუშაობს, მათ შორის შრომის ინტენსიური პროცესების ავტომატიზაციის გზით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია