LIVE

ინდოეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა ოჯახები მთავრობისგან კომპენსაციას მიიღებენ

30 ივნ 202119:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 864
ინდოეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა ოჯახები მთავრობისგან კომპენსაციას მიიღებენ

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის მთავრობას Covid-19-ით გარდაცვლილთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალდებულა. 

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის ხელმძღვანელობით სტიქიის მართვის ეროვნულ ორგანოს გარდაცვლილთა ოჯახებისთვის თანხის გადახდის წესების შესამუშავებლად ექვსი კვირა აქვს.

სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ კატასტროფების კანონის მიხედვით, ფულადი კომპენსაციის გადახდა სავალდებულო არ არის და დაადგინა, რომ “ხელისუფლებამ კანონიერი მოვალეობა სათანადოდ ვერ შეასრულა”.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის მოცულობას სტიქიის მართვის ორგანო ქვეყნის პრიორიტეტების და შესაძლებლობის მიხედვით დაადგენს.

პანდემიის მართვის გამო, მოდის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებენ. ინდოეთში დაღუპულთა რიცხვმა მიმდინარე კვირაში 400 000-ს გადააჭარბა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოქმედი კოვიდრეგულაციების ფონზე, კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აფმენიუ ტრივედი