LIVE

Sanofi ვაქცინების წარმოებისთვის $480 მილიონს დახარჯავს

30 ივნ 202112:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 676
Sanofi ვაქცინების წარმოებისთვის $480 მილიონს დახარჯავს
Joel Saget/AFP/Getty Images

Sanofi ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო mRNA ვაქცინების წარმოებაში წელიწადში 400 მილიონი ევროს ($477 მილიონი) ინვესტიციას ჩადებს. 

კომპანიის განცხადებით, მისი მიზანია, ამერიკულ კომპანია Translate Bio-სთან ერთად, ხელი შეუწყოს ისეთი ვაქცინების სტაბილურ ხელმისაწვდომობას, რომლებიც საშუალო ტემპერატურაზე ინახება და გვერდით მოვლენას ნაკლებად იწვევს. 

ფრანგული საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია Sanofi, რომელიც ვაქცინების უმსხვილესი მწარმოებელია, Covid-ის საწინააღმდეგო პრეპარატის ბაზარზე გამოტანას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ამავე დროს მისმა კონკურენტმა კომპანიებმა, Moderna-მ და BioNTech-მა იმავე ტექნოლოგიის ვაქცინით ასობით მილიონი უკვე აცრა. 

Sanofi Covid-19-ის საწინააღმდეგო ორ ვაქცინაზე მუშაობს. მათგან ერთი mRNA ტექნოლოგიას ეფუძნება. Sanofi-ს ორივე პრეპარატი კლინიკური კვლევების ფარგლებში იტესტება.

Sanofi ვარაუდობს, რომ 2025 წლისთვის კლინიკურ კვლევებში mRNA ტექნოლოგიაზე შექმნილი მინიმუმ ექვსი პრეპარატი ექნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტიმ ლო