LIVE

Facebook-ის ღირებულებამ $1 ტრილიონს გადააჭარბა

29 ივნ 202114:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 485
Facebook-ის ღირებულებამ $1 ტრილიონს გადააჭარბა

Facebook-მა აშშ-ს მთავრობას და შტატების კოალიციას მის წინააღმდეგ შეტანილი ორივე ანტიმონოპოლიური სარჩელი მოუგო. ანტიმონოპოლიური ორგანიზაციების მცდელობას, წინააღმდეგობა გაუწიონ ტექნოლოგიურ გიგანტებს, სასამართლოს ეს განჩინება, სავარაუდოდ, შეაკავებს.

ვაშინგტონში აშშ-ს საოლქო მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, Facebook-ის აქციების ფასი გაიზარდა და კომპანიის საბაზრო ღირებულებამ $1 ტრილიონს გადააჭარბა. სოციალური მედიის გიგანტი ყველაზე ახალგაზრდა კომპანიაა, რომელმაც შეძლო ამ საბაზრო ღირებულებისთვის მოკლე ვადაში მიეღწია. Covid-19-ის პანდემიის დროს მეგობრებთან და ბიზნესებთან კონტაქტის შესანარჩუნებლად გაზრდილი საჭიროების ფონზე, კომპანიის აქციების ფასი წელს ჯამურად 30%-ით არის გაზრდილი.

მოსამართლემ დააკმაყოფილა კომპანიის თხოვნა, უარი ეთქვა აშშ-ს ფედერალური სავაჭრო კომისიისა და ნიუ-იორკის გენერალური პროკურორების მიერ გასულ წელს წარდგენილ საჩივრებზე. მოსამართლე ბოასბერგის თქმით, FTC-მ ვერ დაამტკიცა, რომ Facebook-ი სოციალური ქსელის მონოპოლისტია.

მოსამართლემ FTC ასევე დაადანაშაულა იმაში, რომ მან ვერ დააზუსტა, თუ რა ფორმით ფლობს Facebook-ს მონოპოლური გავლენას იმ ბაზარზე, რომელსაც სააგენტომ პირადი სოციალური ქსელი უწოდა. სააგენტოს მტკიცება, რომ Facebook- ს ბუნდოვნად განსაზღვრული ბაზრის 60 პროცენტზე მეტი აქვს, ”ზედმეტად სპეკულაციური და მტკიცებულებას მოკლებულია იმისთვის, რომ წინ წავიდეს”, - წერს ბოასბერგი განჩინებაში. მისი თქმით, სააგენტო საჩივრის ხელახლა წარდგენას 30 დღის ვადაში შეძლებს. 

ეს განჩინება აბათილებს FTC-ს და შტატების მთავრობის მტკიცებას, რომ Facebook-მა ანტიმონოპოლიური კანონები დაარღვია, როცა ფოტო აპლიკაცია Instagram-ი და შეტყობინებების სერვისი WhatsApp-ი იყიდა, რათა შეეჩერებინა განვითარებიდან მომდინარე კონკურენტული საფრთხეები და შეენარჩუნებინა მონოპოლია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევიდ მაკგლუგლინი