LIVE

Covid-19-ის ახალი ტალღის გამო ნავთობის ფასი მცირდება

29 ივნ 202116:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 920
Covid-19-ის ახალი ტალღის გამო ნავთობის ფასი მცირდება
David Paul Morris/Bloomberg

Covid-19-ის ახალი შტამების გავრცელების ზრდამ ნავთობის მწარმოებლების შეშფოთება გამოიწვია. ნიუ-იორკის ფიუჩერსების ფასი 0.4%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც ორშაბათს ბარელი ნავთობის გასი $73-მდე დაეცა. 

OPEC+-ის შეხვედრის წინ იზრდება ვარაუდი, რომ ახალი შეზღუდვები მოხმარების შემცირებას გამოიწვევს, ხოლო ჯგუფი წარმოების შემცირებაზე იმსჯელებს. 

მიმდინარე თვეში ნავთობის ფასმა დაახლოებით 10%-ით მოიმატა, რადგან Covid-19-ის უკუგანვითარებამ დააჩქარა ზრდა საკვანძო რეგიონებში, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში, რამაც გამოიწვია საწვავის მოხმარების ზრდა და შეამცირა მარაგები მსოფლიოში. ფიუჩერსებსა და სვოპებს წამყვან რეგიონებში აქვს მზარდი უკუსვლის სტრუქტურა, თუმცა სპრედი ვიწროვდება, რაც შეიძლება გარკვეული სისუსტის ადრეული ნიშნები იყოს.

“ნავთობზე ფასები იკლებს Covid-19-ის დელტა ვარიანტის გავრცელებასთან დაკავშირებით მზარდი შეშფოთების გამო”,- ამბობს ვიქტორ შუმი, IHS Markit-ის ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი. ამასთან, მოთხოვნა იზრდება, რაც გამოწვეულია ისეთი ქვეყნებით, როგორიცაა შეერთებული შტატები, ჩინეთი და ახლო აღმოსავლეთი.

ამის მიუხედავად, OPEC+-ის ტექნიკური ჯგუფის ვარაუდით, მიმდინარე წელს ბაზარი დეფიციტური დარჩება, თუ წარმოება სტაბილური იქნება. RBC Capital Markets-ის განცხადების თანახმად, ჯგუფმა შეიძლება ყოველდღიური წარმოება 0.5-1 მილიონი ბარელით გაზარდოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელიზაბეტ ლოუ