LIVE

Instagram-ი დესკტოპ ვერსიიდან დაპოსტვის საშუალებებს ტესტავს

25 ივნ 202117:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 508
Instagram-ი დესკტოპ ვერსიიდან დაპოსტვის საშუალებებს ტესტავს
Andrew Harrer/Bloomberg

Instagram-ი ტესტავს ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განათავსონ ფოტოები და ვიდეოები დესკტოპიდან. 

“ვიცით, რომ ბევრ ადამიანს აქვს წვდომა კომპიუტერიდან. გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ახლა ვამოწმებთ Instagram Feed შეტყობინებების შექმნის შესაძლებლობას დესკტოპის ბრაუზერით”,- განაცხადა Facebook-ის სპიკერმა, კრისტინ პიემ.

"2010 წელს დაარსებული Instagram-ი დიდხანს ეწინააღმდეგებოდა ვებ-ვერსიის შექმნას. ახლა, უფრო და უფრო მეტი ადამიანი, ვინც Instagram-ს მოიხმარს, პროფესიონალი ან გავლენიანი ადამიანია, რომელიც ფრთხილად შესწორებულ ან მომზადებულ სურათებსა და ვიდეოებს აქვეყნებს. ისინი იყენებენ მესამე მხარის ხელსაწყოებს მასალის კომპიუტერიდან ასატვირთად და “ძალიან ბედნიერები იქნებიან”, თუ Instagram-ი გააფართოებს საშუალებებს. ვეჭვობ, Instagram-ის გადაწყვეტილება დესკტოპის საშუალებით გამოქვეყნების შესახებ, პლატფორმის ბევრად უფრო დიდი გეგმის ნაწილია",- განაცხადა მეტ ნავარამ, სოციალური მედიის კონსულტანტმა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა შენიშნა ცვლილება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იზაბელა სიმონეტი