ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის, Eli Lilly & Co-ის ალცჰაიმერის ექსპერიმენტულმა მედიკამენტმა აშშ-ს მარეგულირებლისგან წინასწარი მხარდაჭერა მიიღო, რაც მის დამტკიცებას დააჩქარებს.
Eli Lilly & Co-ს პრეპარატი Donanemab იქნება მესამე, რომელიც შეირჩა. ის ებრძვის ამილოიდს, პათოლოგიურ ცილას, რომელიც, სავარაუდოდ, თავის ტვინს აზიანებს.
კომპანია ბიოლოგიური ლიცენზიის მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენას წლის ბოლოს აპირებს.
გუშინ ნიუ-იორკში ვაჭრობის შედეგად კომპანიის აქციების ფასი 8,7%-ით გაიზარდა და $235,97 მიაღწია, ხოლო Biogen-ის ფასი 5.1%-ით დაეცა და $353,06 შეადგინა.
Biogen-ის ალცჰაიმერის მედიკამენტმა Aduhelm-მა FDA-ს დამტკიცება 7 ივნისს მოიპოვა.
მიმდინარე კვირაში FDA-ს მხარდაჭერა მიიღო კიდევ ერთმა პრეპარატმა Lecanemab-მა, რომელზეც Biogen-ი და მისი პარტნიორი Eisai ერთობლივად მუშაობენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონ ლოერმანი და რაილი გრიფინი