LIVE

უორენ ბაფეტმა ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი დატოვა

24 ივნ 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 735
უორენ ბაფეტმა ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი დატოვა
Bloomberg

უორენ ბაფეტი ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის ნდობით აღჭურვილი პირის თანამდებობიდან გადადგა. ბაფეტის გადაწყვეტილება საქველმოქმედო ორგანიზაციის დამფუძნებლების განქორწინების შედეგად გამოწვეულ ცვლილებებს ემთხვევა. მილიარდერი ასევე აღმოჩნდა კონტროვერსიის ცენტრში, რომელიც ულტრა მდიდრების გადასახადებს ეხება.

”ჩემი მიზნები 100%-ით სინქრონიზირებულია ფონდის მიზნებთან”,- აღნიშნა 90 წლის ბაფეტმა ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ მან ნახევრად უკვე შეასრულა Berkshire Hathaway-ის ყველა აქციის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის გადაცემის გეგმა.

 

90 წლის ბაფეტმა უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში თითქმის $33 მილიარდი გადასცა საქველმოქმედო ორგანიზაციას. ის გეითსის ფონდის ბორდის სამი წევრიდან ერთ-ერთია, ბილ გეიტსისა და მელინდა გეითსის გვერდით, რომლებმაც გასულ თვეში განაცხადეს, რომ 27 წლიანი ქორწინების შემდეგ შორდებიან. ბაფეტს, რომელმაც განაცხადა, რომ იგი "არააქტიურ" როლს ასრულებდა, როგორც ნდობით აღჭურვილი პირი, ფონდის დატოვების მიზეზად განქორწინება არ დაუსახელებია. მილიარდერმა განცხადებაში უფრო ვრცლად ისაუბრა მისი ფილანტროპიის, გადასახადებისა და დინასტიური სიმდიდრის შესახებ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კეტრინ ჩიგლინსკი