LIVE

აშშ-ში კორონავირუსის ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა

30 დეკ 202018:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 341
აშშ-ში კორონავირუსის ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა
Bloomberg L.P.

აშშ-ში კორონავირუსის ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა. კოლორადოს შტატის ლაბორატორია ადასტურებს, რომ ინფიცირებული 20 ახალგაზრდა მამაკაცია. მას უახლოეს წარსულში საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს. სპეციალისტები მისი ინფიცირების წყაროს და კონტაქტების დადგენას ცდილობენ. ინფიცირებული ამჟამად იზოლაციაში იმყოფება.

დიდ ბრიტანეთში შემოდგომაზე აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც B.1.1.7 კოდით არის ცნობილი, აქამდე გავრცელებულ შტამებთან შედარებით, 56-70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა არსებული ცოდნით, ის უფრო მომაკვდინებელი არ არის. შტამი ათზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა, მათ შორის კანადაშიც. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) წარმომადგენლები გასულ კვირას ვარაუდობდნენ, რომ ვირუსი ქვეყანაში უკვე ცირკულირებდა.

მეცნირების შეფასებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ახალი შტამის შემთხვევაშიც ეფექტური იქნება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მიშელ ფეი კორტეზი