LIVE

აბუ-დაბი ტურისტებს Pfizer-ისა და Sinopharm-ის ვაქცინებს სთავაზობს

22 ივნ 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1424
აბუ-დაბი ტურისტებს Pfizer-ისა და Sinopharm-ის ვაქცინებს სთავაზობს
Dan Kitwood/Getty Images

აბუ-დაბი მოგზაურებს Pfizer-ისა და Sinopharm-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს სთავაზობს, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს ტურისტების ჩასვლას ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ვაქცინებზე წვდომა შეზღუდულია.

ვაქცინები ხელმისაწვდომია მხოლოდ აბუ-დაბის მიერ გაცემული ვიზის ან პასპორტის მფლობელთათვის, რომელთაც ვიზის მიღება ჩასვლისთანავე შეუძლიათ. 

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპი აქვს. 10-მილიონიან ქვეყანაში ადმინისტრირებულია 14,5 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა.

აბუ-დაბისგან განსხვავებით, დუბაის, არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდეს ქალაქს ტურისტების ვაქცინაციაზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფარაჰ ელბაჰრაუი