LIVE

ჩეჩნეთის ტელევიზიის ხელმძღვანელი კადიროვის კრიტიკოსების მოკვლით იმუქრება

22 ივნ 202114:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 512
ჩეჩნეთის ტელევიზიის ხელმძღვანელი კადიროვის კრიტიკოსების მოკვლით იმუქრება
ALEXANDER ASTAFYEV

ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზიის დირექტორმა რამზან კადიროვის “მტრების” მოკვლის დაპირება გასცა.

განცხადება გროზნოს სახელმწიფო სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის კომპანიის ხელმძღვანელმა, ჩინგიზ ახმადოვმა 21 ივნისს Instagram ვიდეოში გააკეთა. 

“ვინც სიკვდილს იმსახურებს, მოვკლავთ. თუ საჭიროა სიტყვის თქმა, სიტყვას ვიტყვით” - განაცხადა ახმადოვმა. მისი თქმით, “რამზან კადიროვის მტერი ჩეჩენი ხალხისა” და პირადად მისი მტერია.

კადიროვის მმართველობის პირობებში ჩეჩნეთის უსაფრთხოების სამსახურებმა სახელი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევით, წამებით, გატაცებითა და მკვლელობებით გაითქვა.

კადიროვი, რომელიც არაერთხელ იმუქრებოდა კრიტიკოსების მოკვლითა და დაპატიმრებით, ამტკიცებს, რომ სიკვდილით მუქარა და დაშინება “ჩეჩნური ეთიკის” ნაწილია.