LIVE

მილიარდერ ფრენკ მაკორტს ინტერნეტის გადასარჩენად $100 მილიარდიანი გეგმა აქვს

24 ივნ 202113:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 665
მილიარდერ ფრენკ მაკორტს ინტერნეტის გადასარჩენად $100 მილიარდიანი გეგმა აქვს
Bloomberg

ფრენკ მაკორტი, უძრავი ქონების მილიარდერი მაგნატი და Los Angeles Dodgers-ის ყოფილი მფლობელი, სოციალური მედიის საფუძვლების აღდგენის მცდელობაში $100 მილიონს დებს. ძალისხმევა, რომელსაც მან Project Liberty დაარქვა, ხალხის სოციალური კავშირების საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემთა ბაზის შექმნას გულისხმობს, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მართონ საკუთარი მონაცემები სოციალურ მედიის სერვისებს შორის.

Project Liberty-ის მთავარი მოტივაცია არის შიში იმ ძალაუფლებისა, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში რამდენიმე უზარმაზარმა კომპანიამ, განსაკუთრებით Facebook-მა მოიპოვა.

”არასდროს მეგონა, რომ ეჭვქვეშ დავაყენებდი ჩვენი ძირითადი სისტემების უსაფრთხოებას, კერძოდ დემოკრატიასა და კაპიტალიზმს. ჩვენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ვცხოვრობთ და რაც ხდება, რამდენიმე ადამიანის ხელში სიმდიდრისა და ძალაუფლების მასობრივი დაგროვებით, წარმოუდგენლად მადესტაბილიზირებელია. ეს საფრთხეს უქმნის კაპიტალიზმს, რადგან კაპიტალიზმს გადარჩენისთვის გარკვეული სახის სამართლიანობა სჭირდება”,- ამბობს მაკორტი.

მაკორტი არ არის ერთადერთი, ვინც ასე ფიქრობს. სხვები სოციალური მედიის რეფორმირებას ახალი კანონებისა და რეგულაციების მიღებით ცდილობენ, სტარტაპების შემდეგი თაობის მოლოდინით, რომ ამჟამინდელ მოქმედ პირებზე ზეწოლა მოახდინონ გადახედონ ბიზნეს მოდელებს. მაკორტი, ისევე როგორც Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეკ დორსი, ამბობს, რომ გამოსავალი შეიძლება იყოს ბლოკჩეინი, ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების  საყრდენი ტექნოლოგია.

Project Liberty გამოიყენებს ბლოკჩეინს ახალი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელსაც დეცენტრალიზებული სოციალური ქსელის პროტოკოლი (DSNP) ეწოდება. ბლოკჩეინი ინახავს ინფორმაციას კრიპტოვალუტების შესახებ ციფრულ საფულეში, DSNP იმავეს გააკეთებს სოციალური კავშირებისთვის. Facebook-ი ფლობს მონაცემებს მომხმარებლებს შორის სოციალური კავშირების შესახებ, რაც მას კონკურენტებთან შედარებით უზარმაზარ უპირატესობას ანიჭებს. თუ სოციალური მედიის ყველა კომპანია საერთო სოციალურ გრაფაზე იმუშავებს, თეორიულად, კონკურენციამ უკეთესი სერვისების შეთავაზება უნდა აიძულოს მათ და ასე რომელიმე კომპანიის დომინანტად გახდომის შანსი დაეცემა.

მას შემდეგ, რაც მან ინვესტიცია ჩადო ტექნოლოგიურ კომპანიებში, რადგან ფიქრობდა, რომ ეს ხელს შეუწყობდა ინტერნეტში ინტერაქციების გარდაქმნას, მაკორტი Project Liberty-ის  სოციალური მედიის გამოსწორების მესამე მცდელობას უწოდებს. მისმა წინა მცდელობებმა დაარწმუნა, რომ მეწარმეებს მხარი უნდა დაუჭირონ აკადემიურმა მოაზროვნეებმა, რომლებიც ინდუსტრიის უდიდეს ეთიკურ კითხვებს შეისწავლიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სარა ფრაიერი