პოლონეთის დე-ფაქტო ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ რუსეთი მთავრობის მაღალჩინოსნებზე განხორციელებულ მასობრივ კიბერთავდასხმაში დაადანაშაულა. ვიცე-პრემიერის თქმით, თავდასხმის სამიზნეები გახდნენ მინისტრები და დეპუტატები.
“ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების საიდუმლო სამსახურების ანალიზი საშუალებას გვაძლევს ცალსახად განვაცხადოთ, რომ კიბერშეტევა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან. მისი ზომა და მასშტაბი დიდია”, - ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მიმადინარე თვის დასაწყისში პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავრობის ზოგიერთი მაღალჩინოსნის პირადი მიმოწერებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის პირველი თანაშემწის ელექტრონულმა წერილებმა გაჟონა და ხელმისაწვდომი გახდა Telegram-ში.
პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიცკიმ მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ მეილებზე წვდომა არაავტორიზებულმა პირებმა მიიღეს. მისი თანაშემწე, მიხალ დვორჩიკი ამბობს, რომ ზოგიერთი ელ.ფოსტა და ინფორმაცია მოიპარეს მისი და მისი ოჯახის კუთვნილი საფოსტო ყუთებიდან და გამოქვეყნდა Telegram-ზე, ზოგი კი გაყალბდა.
“არ შემიძლია ზუსტად ვთქვა, როდის მოხდა ჩემი ელექტრონული ფოსტის ანგარიშის გატეხვა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ არ გამომიყენებია ნებისმიერი ინფორმაციის გაგზავნისთვის, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა სახელმწიფო უსაფრთხოებას”, - განაცხადა დორჩიკმა გასულ კვირას.
ოთხშაბათს მთავრობამ პარლამენტს მიაწოდა ინფორმაცია კიბერშეტევების შესახებ, თუმცა მორავიეკის თხოვნით სხდომა კონფიდენციალური იყო.
რუსეთის მთავრობამ არაერთხელ უარყო კიბერთავდასხმების განხორციელება ან მათ მიმართ შემწყნარებლობა აშშ-ს, უკრაინასა და საუდის არაბეთზე განხორციელებული შეტევების შემდეგ.