LIVE

მაიკლ ბერი საცალო ინვესტორებს ბაზრის არნახული ჩამოშლის შესახებ აფრთხილებს

20 ივნ 202111:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 1311
მაიკლ ბერი საცალო ინვესტორებს ბაზრის არნახული ჩამოშლის შესახებ აფრთხილებს
Bloomberg

მაიკლ ბერიმ, რომელიც ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ს იპოთეკური სესხების სისტემის საწინააღმდეგო ფსონით დიდი მოგება მიიღო და The Big Short-ში მისი როლი კრისტიან ბეილმა შეასრულა, რიგი ტვიტები გამოაქვეყნა, რომლებიც საცალო ინვესტორებს კრიპტოვალუტებისა და "მიმ აქციების" ჩამოშლის შემთხვევაში ”ქვეყნების ზომის" დანაკარგების შესახებ აფრთხილებს.

”რასაც ეს აჟიოტაჟი / სპეკულაცია აკეთებს არის, ის რომ საცალო ვაჭრობას იზიდავს, სანამ ბაზრის არნახული ჩამოაშლა დაიწყება. როდესაც კრიპტო ტრილიონებიდან დაეცემა, ან მიმ აქციები ათობით მილიარდიდან, #MainStreet-ის დანაკარგები ქვეყნების ზომას მიუახლოვდება. ისტორია არ შეცვლილა”, - დაწერა ბერიმ Twitter-ზე და მალევე წაშალა.

 

ბერი მარტო არ არის კრიპტოვალუტის სივრცის შესახებ ბოლო გაფრთხილებებში. მარკ კუბანმა, Dallas Mavericks-ის მილიარდერმა მფლობელმა და ადრეულმა კრიპტო მიმღებმა, ამ კვირაში თავის ტვიტერის მიმდევრებს გამოუცხადა, რომ DeFi Titanium-ის ციფრული სიმბოლოს დაახლოებით $60-დან $0-მდე დაცემისგან დარტყმა მიიღო. DeFi Titanium სტაბილური მონეტების პროექტის ნაწილი იყო.

Scion Asset Management-ის ხელმძღვანელ მაიკლ ბერის მიმ აქციების ინვესტორები მჭიდროდ მისდევენ. მან პოზიტიური პოზიცია დაიკავა ვიდეო თამაშების საცალო სავაჭრო ქსელ GameStop-თან დაკავშირებით 2019 წელს, რამაც ხელი შეუწყო საცალო აქციების ეპიკურ ბუმს ამ წლის დასაწყისში. მისი მოსაზრებები წელს ბაზარზე არსებული საფრთხეების შესახებ გაფრთხილებებზე გადავიდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჩარლი უელსი