მოსკოვში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების 90%-მდე მოდის დელტა ვარიანტზე, რომელიც უფრო სწრაფად და აგრესიულად ვრცელდება, ვიდრე უჰანში აღმოჩენილი ვარიანტი. რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა რუსულ “ტელეკომპანია პირველთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.
"მივიღეთ ინფორმაცია, რომ ავადმყოფთა 89.3%-ს [მოსკოვში] აქვთ მუტირებული კორონავირუსი, ე.წ. დელტა ვარიანტი, რომელიც ინდური ვარიანტია. ის უფრო აგრესიული ხდება და უფრო სწრაფად ვრცელდება",- ამბობს სობიანინი.
მოსკოვის მერის თქმის, ვარიანტის გავრცელებამ, საავადმყოფოების გადატვირთვა გამოიწვია.
"ფაქტობრივად, თავიდან გავდივართ ამ ამბავს. უფრო მეტიც, უფრო მძიმე შედეგებით. ჩვენ ყოველდღე გვიწევს საავადმყოფოების გადაკეთება, ახალ ობიექტების მოწყობა COVID-ის წინააღმდეგ საბრძოლველად და ძლივს ვეწევით",- ამბობს მერი.
სობიანინმა გუშინ თქვა, რომ მოსკოვში ორი დღის განმავლობაში დაახლოებით 600 საწოლი შეივსო. მისივე თქმით, დღეისთვის კოვიდინფიცირებულებისთვის 17 000 ახალი საწოლი არის გათვალისწინებული და იგეგმება, რომ ეს რიცხვი 24 000-მდე გაზარდონ.