LIVE

ჯეფ ბეზოსის დაფინანსებული სტარტაპი ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

19 ივნ 202115:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 755
ჯეფ ბეზოსის დაფინანსებული სტარტაპი ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს
General Fusion

ჯეფ ბეზოსის მიერ დაფინანსებული სტარტაპი პირველ საპილოტო ბირთვულ ელექტროსადგურს ააშენებს ლონდონის გარეთ, რაც ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამომუშავების ახალ გზას წარმოადგენს.

კანადური General Fusion-ი ოცი სტარტაპიდან ერთ-ერთია, რომლებიც  ბირთვული ენერგიის გამოყენებას ცდილობენ. ატომების გახლეჩის ნაცვლად, როგორც ტრადიციულ რეაქტორებში ხდება, ახალი ტექნოლოგიით ხდება მათი შერწყმა, მზეზე 10-ჯერ უფრო ცხელ ტემპერატურაზე. ამ გზით გამოიყოფა უზარმაზარი რაოდენობით ენერგია, რომელიც არ შეიცავს ნახშირბადსა და ბირთვულ ნარჩენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიები ნახევარ საუკუნეზე მეტია ცდილობენ ეკონომიკურად მდგრადი შერწყმის აპარატების დანერგვას, ამ მიმართულებით მხოლოდ ბოლო პერიოდში მოხდა კერძო ინვესტიციების განხორციელება, რადგან იზრდება გამონაბოლქვისგან თავისუფალი ენერგიის ახალი წყაროების აქტუალობა, რათა მოხდეს გლობალური დათბობის შენელება.

გლობალურად, $1.5 მილიარდი გადაირიცხა ბირთვული შერწყმის სტარტაპერებში, როგორიცაა TAE Technologies და Commonwealth Fusion Systems აშშ-ში. 35-მა ქვეყანამ დააფინანსა $22 მილიარდის ღირებულების საერთაშორისო თერმობირთვული ექსპერიმენტული რეაქტორი (ITER) სამხრეთ საფრანგეთში. პროექტის ტესტირება ოთხ წელიწადში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეს თარიღი საეჭვო გახდა მას შემდეგ, რაც პანდემიით გამოწვეულმა ლოქდაუნებმა მიწოდების ჯაჭვებში შეფერხებები გამოიწვია.

General Fusion-ის განცხადება მოჰყვა აპრილში აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გაკეთებულ მოწოდებას, რომ აშშ-მა დააჩქაროს საპილოტე შერწყმის რეაქტორის აშენების გეგმა, რომელიც ელექტროენერგიის გამომუშავებას 2035 წლიდან შეძლებს. გასული წლის ნოემბერში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი $17 მილიარდიანი ინიციატივით გამოვიდა მწვანე ინდუსტრიების გასავითარებლად, მათ შორის ბირთვული ენერგიის მიმართულებით. მის მთავრობას სურს ITER-ის დიზაინის ბირთვული შერწყმის ქარხანა, მოქმედი გახდეს 2040 წლისთვის. ბირთვული შერწყმის ენერგიას დიდი პოტენციალი აქვს, როგორც უსასრულო, დაბალი ნახშირბადის ენერგიის წყაროს.

General Fusion-ის რეაქტორის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დაიწყება კომპანიის $400 მილიონი ღირებულების ობიექტზე, ოქსფორდშირში, კულჰემის შერწყმის ენერგიის ცენტრთან ახლოს.

ამჟამად კულჰემში მდებარეობს Joint European Torus (JET) და წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ცენტრს ბირთვული შერწყმის სამეცნიერო კვლევის მიმართულებით. მაგრამ ამ პროექტზე 40-წლიანი მუშაობის დიდი ნაწილი, შეწყდება მას შემდეგ, რაც ITER დაიწყებს ტესტირებას სამხრეთ საფრანგეთში, რადგან მთავრობის დაფინანსება უფრო ახალი პროექტისკენ იქნება მიმართული. ორივე JET და ITER ეფუძნება პირველად საბჭოთა კავშირში გამოცდილ დიზაინებს. General Fusion რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას იყენებს.

ITER-ის მიერ გათვალისწინებული მასიური შერწყმის რეაქტორებისგან განსხვავებით, რომლებსაც შეუძლიათ აწარმოონ 1000 მეგავატზე მეტი ელექტროენერგია, General Fusion-ის რეაქტორები აწარმოებენ მხოლოდ 115 მეგავატ ელექტროენერგიას. ეს არ არის საკმარისი ენერგია დიდი ქალაქის გასანათებლად, მაგრამ საკმარისზე მეტია ქსელში მზისა და ქარის ენერგიების წარმოებისას წარმოქმნილი დეფიციტების შესავსებად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონათან ტირნო