საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.2040 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1701 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.39 თეთრი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8829 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8523 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.06 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.