LIVE

G-7 Covid ვაქცინის კიდევ 1 მილიარდი დოზის გაცემის პირობას დებს

13 ივნ 202118:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 598
G-7 Covid ვაქცინის კიდევ 1 მილიარდი დოზის გაცემის პირობას დებს
Bloomberg

G-7-ის ლიდერების შეკრებაზე 1 მილიარდი ექსტრა დოზის  Covid ვაქცინის დაპირება იყო ბლოკის ძალისხმევის ყველაზე დრამატული ელემენტი, რომელმაც გლობალური Covid-19 პანდემიის დასრულებას ხელი უნდა შეუწყოს. სამიტზე ჯგუფმა ასევე იმუშავა მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ეკონომიკებს შორის თანამშრომლობის აღსადგენად.

ლიდერები შეთანხმდნენ მკაცრ ენაზე, რომელიც დაგმობს რუსეთის მადესტაბილიზირებელ ქცევას. ჯგუფმა მოსკოვს მოუწოდა დევნა დაიწყოს ჰაკერების მიმართ, რომლებიც მისი ტერიტოიიდან ახორციელებენ გამოსასყიდის მოთხოვნით კიბერ შეტევებს.

სამიტზე ასევე გაიმართა ძლიერი დებატები დახურულ კარს მიღმა იმის შესახებ, თუ რამდენად ძლიერი უნდა იყოს ენა ჩინეთის და სინძიანის რეგიონში იძულებითი შრომის მიმართ. სამიტის საბოლოო დოკუმენტში ჩინეთი ნათლად იყო ნახსენები ჰონგ კონგსა და სინძიანში ადამიანის უფლებების დარღვევებთან კავშირში, თუმცა დოკუმენტში გამოტოვებულია პეკინის ნებისმიერი ხსენება იძულებითი შრომასთან მიმართებით.

ლიდერებმა დოკუმენტში ასევე არ დატოვეს პირობა, რომელსაც კომუნიკეს ადრეული მონახაზი შეიცავდა და რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის ახალი მანქანების გაყიდვების ნახევარს ნულოვანი გამონაბოლქვის ავტომობილები უნდა შეადგენდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია