LIVE

ნავთობის ფასი დასტაბილურდა

28 დეკ 202023:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 347
ნავთობის ფასი დასტაბილურდა
Andrey Rudakov/Bloomberg

ერთ კვირიანი ვარდნის შემდეგ აზიური ნავთობის ბაზარი დასტაბილურდა. Covid-19-ის ახალი შტამის გამოჩენასთან დაკავშირებული პესიმიზმი აშშ-ში სტიმულირების პაკეტის დამტკიცებამ დააბალანსა. ტონალდ ტრამპის მიერ 900 მილიარდიანი სტიმულირების პაკეტზე ხელმოწერამ გააჩინა მოლოდინი, რომ მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკაში საწვავზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს.

გასულ კვირაში 1.8%-იანი ვარდნის შემდეგ ნიუ იორკში ფიუჩერსების ფასმა ბარელზე 48$-ს მიაღწია. თუმცა, მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად გამოწვეული მოკლევადიანი რისკები აჭარბებს ოპტიმიზმს დაწყებული ვაქცინაციის პროცესის შესახებ. OPEC+ იანვრიდან ასევე დააბრუნებს ბაზარზე დღეში 500,000 ბარელს.

იაპონიაში ანალიტიკოსების მოლოდინი ნავთობის ფასის უცვლელობის შესახებ არ გამართლდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად აფერხებს არამდგრადი ვირუსი ეკონომიკის აღდგენას აზიის კონტინენტის გარკვეულ ნაწილში.

იმავდროულად, პრეზიდენტმა ტრამპმა გააღრმავა გეოპოლიტიკური ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში და ირანი ბაღდათში აშშ-ს საელჩოსთან სარაკეტო შეტევაში დაადანაშაულა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. ქვეყნის ნავთობის მინისტრმა კი განაცხადა, რომ  ქვეყანა 2021 წელს წარმოების გაორმაგებას გეგმავს, რაც ეწინააღმდეგება OPEC+-ის გადაწყვეტილებას მიწოდების ეტაპობრივი ზრდის შესახებ, რათა თავიდან აიცილონ ბაზარზე ჭარბი მარაგების გაჩენა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: საკეთ სანდრია