LIVE

G-7 ჩინეთთან და Brexit-თან დაკავშირებული საკითხების შესახებ ჯერ ვერ შეთანხმდა

12 ივნ 202120:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 578
G-7 ჩინეთთან და Brexit-თან დაკავშირებული საკითხების შესახებ ჯერ ვერ შეთანხმდა
Brendan Smialowski/AFP/Getty Images

G-7-ის ლიდერების ჯგუფმა დიდ ბრიტანეთში გამართულ სამიტზე იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად მკაცრად უნდა უპასუხონ ჩინეთის მცდელობას მოიპოვოს გავლენა მთელს მსოფლიოში და ამასთან, რამდენად მკაცრად უნდა დადგეს ქვეყნის პასუხისმგებლობის საკითხი სავარაუდო იძულებითი შრომის გამო. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა, ხოლო ზოგიერთი სხვა ლიდერი ფრთხილად უდგება რისკს, რომ ჯგუფი ანტი-ჩინეთური ბლოკის რეპუტაციას შეიძენს.

სხდომაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მასპინძელი გაერთიანებული სამეფოს ბორის ჯონსონთან და კანადელ ჯასტინ ტრუდოსთან ერთად, მოითხოვა კონკრეტული, მოქმედებაზე ორიენტირებული ზომების მიღება პეკინის წინააღმდეგ.

თუმცა, იტალიის პრემიერ მინისტრმა მარიო დრაგიმ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ძირითადად G-7-ის  ჩინეთთან ურთიერთთანამშრომლობის ხასიათზე ისაუბრეს. ლიდერებმა ასევე განიხილეს სამუშაო ჯგუფის შექმნა ჩინეთის თემაზე სამუშაოდ.

მერკელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი მიესალმება სამუშაო ჯგუფს, მაგრამ არ სურს მისი ჩარჩოს, როგორც ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევად ჩამოყალიბება.

ჩინეთის საკითხის გარდა, ევროკავშირთან და Brexit-თან დაკავშირებულმა დაპირისპირებამ პროგრესის ნიშნები ასევე არ აჩვენა. ბორის ჯონსონმა საკითხის შესახებ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო ”ცხადია არ მოერიდება 16-ე მუხლის გამოყენებას”, რათა მიიღოს ზომები, თუ ჩრდილოეთ ირლანდიაში გადაზიდული საქონლისთვის სავაჭრო წესების შესახებ დაძაბულობა ვერ მოგვარდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია