LIVE

ტაილანდი მიმებთან დაკავშირბეული აქტივებით ვაჭრობას აკრძალავს

12 ივნ 202119:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 732
ტაილანდი მიმებთან დაკავშირბეული აქტივებით ვაჭრობას აკრძალავს
Bloomberg

ტაილანდის ფასიანი ქაღალდების და გაცვლის კომისიამ მიმებთან  დაკავშირებული და ბირჟების მიერ გაცემული სიმბოლოებით ვაჭრობა აკრძალა.

რეგულაცია, რომელიც სავარაუდოდ იმოქმედებს ისეთ კრიპტოვალუტებზე, როგორიცაა Dogecoin-ი, ასევე ტოკენიზირებულ ხელოვნებაზე და საკოლექციო ნივთებზე, პარასკევს ამოქმედდა დაუყოვნებლივი ეფექტით. მარეგულირებლის განცხადების თანახმად, კანონი არ არის უკუქცევადი.

მარეგულირებლის გენერალურმა მდივანმა რუენვად სუვანმონგკოლმა განაცხადა, რომ ბირჟებზე აკრძალულია საზოგადოებრივი სარგებლობის მონეტებით ან კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, რომლებსაც აქვთ ერთი ან რომელიმე შემდეგი მახასიათებელი:

  • არ აქვს მკაფიო მიზნები და შინაარსი და ფასები ნაკარნახევია სოციალური მედიის ტენდენციებზე, ან მიმებზე დაყრდნობით
  • ნაკარნახევია გულშემატკივართა და ინფლუენსერთა პოპულარობით
  • ციფრული სიმბოლოები, რომლებიც გამოიყენება ბლოკჩეინის გარიგებაში და გაცემულია ციფრული აქტივების ბირჟების ან დაკავშირებული პირების მიერ

მარეგულირებლის განცხადებით, ბირჟები ვალდებული არიან დაიცვან და გადახედონ წესებს 30 დღის განმავლობაში. ამის შეუსრულებლობამ შეიძლება  ციფრული მონეტების ვაჭრობიდან ამოღება გამოიწვიოს, ნათქვამია განცხადებაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რანდი სანსონგ ნაითი