LIVE

ჩინეთში სიმინდის რეკორდული იმპორტის გამო პორტები გაიჭედა

12 ივნ 202112:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 1008
ჩინეთში სიმინდის რეკორდული იმპორტის გამო პორტები გაიჭედა
Bloomberg

ჩინეთმა წელს რეკორდული რაოდენობის სიმინდი შეისყიდა, რის გამოც ზოგიერთ გემს გადატვირთულობის გამო პორტების გარეთ თვეობით გაჩერება უწევს.

მინიმუმ ორი გემი, რომელიც აშშ-ის სიმინდით იყო დატვირთული კვირების განმავლობაში ელოდა, სანამ საბოლოოდ ხუთშაბათს ნავმისადგომზე გადავიდოდა.

ჩინელი მყიდველი ამბობს, რომ აშშ-ის სიმინდით დატვირთული გადამზიდი თებერვალში ჩამოვიდა, მაგრამ გემს ერთი თვის განმავლობაში უნდა დაელოდოს, სანამ პორტში შევა.

სიმინდის მყიდველები მხოლოდ ქარხნები არ არიან. ჩინეთის მთავრობამ სიმინდი უკრაინისგან და აშშ-სგან სახელმწიფო რეზერვების შესავსებად შეისყიდა, რომლებიც წლების განმავლობაში გაყიდვების შემდეგ ამოიწურა.

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, ჩინეთი აპირებს რეკორდული 26 მილიონი ტონა სიმინდის შესყიდვას მიმდინარე და შემდეგ სავაჭრო წელს.

ჩინეთი ასევე მსოფლიოში სოიოს ყველაზე დიდი იმპორტიორია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია