LIVE

ლატვიის ცენტრალურმა ბანკმა ქორწინების ინსტიტუტს მონეტა მიუძღვნა

12 ივნ 202118:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 477
ლატვიის ცენტრალურმა ბანკმა ქორწინების ინსტიტუტს მონეტა მიუძღვნა
Bloomberg

ლატვიის ცენტრალურმა ბანკმა უჩვეულოდ მტკიცე პოზიცია დააფიქსირა სოციალურ ფასეულობებთან დაკავშირებით. ბანკმა გამოუშვა მონეტა, რომელიც ქორწინების ინსტიტუტის პოპულარიზაციისთვისაა განკუთვნილი.

5 ევროიან სამახსოვრო მონეტას, რომელიც ბანკის ვებსაიტის მეშვეობით 53 ევროდ გაიყიდება, ორივე მხარეს სიტყვა "დიახ" აწერია - მესიჯი, რომელიც ბანკის განცხადების მიხედვით, აღნიშნავს "ერთ რწმენას, ერთ პასუხს, ორი ადამიანისგან შემდგარ ერთ არსებას"

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროზონის ბანკმა სტანდარტს გადაუხვია. ლატვიის ცენტრალურმა ბანკმა ასევე გამოუშვა მონეტები მოდერნიზმის, პირადი თავისუფლებისა და მეწარმეობის შესახებ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აარონ ეგლიტისი