სტრატეგიულ და ეკონომიკურ კონკურენტებთან ამერიკის დაპირისპირების ყველაზე ეფექტური იარაღი შესაძლოა, აშშ დოლარი იყოს.
რუსეთი და ჩინეთი დოლარის დომინირებასთან წინააღმდეგობის გაწევას იწყებენ, თუმცა მათ პოზის და ფულადი სახსრების უვნებელი შესწორებების გარდა, დიდი არაფერი შეუძლიათ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დოლარის მნიშვნელობის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც რუსეთის ნავთობფონდმა განაცხადა, რომ ის დოლარის აქტივებს ევროში, ოქროსა და იუანში გადაცვლის. როგორც პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ არ სურდათ ამის გაკეთება, "რადგან ის უნივერსალური ვალუტაა”.
მეორე მხრივ, ჩინური იუანის ინტერნაციონალიზაციის კამპანია, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მხარდაჭერა 2016 წელს მოიპოვა, სწრაფად არსად მიდის.
რუსეთმა დაადასტურა, რომ დოლარი იმდენად ფართოდაა წარმოდგენილი გლობალურ კომერციაში, რომ რთულია თანამედროვე საზოგადოებად ფუნქციონირება მის გარეშე. აშშ დოლარი გლობალური ცენტრალური ბანკის რეზერვების თითქმის 60%-ს შეადგენს, ხოლო სავალუტო ოპერაციების 88% დოლართან მიმართებით ხორციელდება. ასევე, საერთაშორისო სესხებისა და სასესხო ფასიანი ქაღალდების დაახლოებით ნახევარი დოლარშია დენომინირებული. Covid-19-ის პანდემიის დასაწყისში, როცა ბაზრები ჩაიკეტა, მსოფლიო ფინანსურ სისტემას დახმარების ხელი ფედერალურმა რეზერვმა გაუწოდა და არა რუსეთის ბანკმა ან ჩინეთის სახალხო ბანკმა.
თუმცა რამდენად დაუმარცხებელია დოლარის დომინაცია? ეჭვის საფუძველი არსებობს. აშშ-ს ბიუჯეტის რეკორდული დეფიციტი უფრო მეტი სახაზინო ობლიგაციების გაყიდვას გულისხმობს, რაც გაზრდის ვალუტის გლობალურ მიწოდებას სავაჭრო დეფიციტის ფონზე (ეს ახალი არგუმენტი არ არის). მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ბანკის რეზერვები დოლარში მთლიანი თანხის 59%-ს შეადგენს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, ეს ყველაზე დაბალი დონეა ბოლო 25 წლის განმავლობაში. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური რეზერვის მოქმედებები 2020 წლის მარტში ეფექტური იყო იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი ფინანსურ კატასტროფაში არ გადაზრდილიყო, ინსტიტუტი მაინც მკვეთრად მგრძნობიარეა კონგრესში კლიმატის მიმართ. კანონმდებლებს ნებისმერ მომენტში შეუძლიათ ინსტიტუტს ფრთები მოკვეთონ, რასაც აქამდე ფედერალური რეზერვი თავს წარმატებით არიდებს, თუმცა ეს წითელი ხაზები, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, მის არაეფექტურობას უდრიდეს.
ამის პარალელურად ჩინეთი ლიდერის პოზიციას იკავებს მსოფლიოში მშპ-ს წილით, რაც მის გეგმას იუანის პროფილის დაბუსტვის შესახებ ხელს შეუწყობს. თუმცა, მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ აშშ-ს გარეთ ე.წ "დოლარის ზონის" წილი გლობალურ მშპ-ში 50-დან 60%-მდეა. ამ უპირატესობის დიპლომატიურ იარაღად გამოყენებას აშშ არ ერიდება, რაც რუსეთში გაღიზიანებას იწვევს.
რუსეთი, ჩინეთი და სხვა მოწინააღმდეგეები კვლავ ეცდებიან გაანადგურონ დოლარის უპირატესობა. მათ შეიძლება გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ კიდეც. თუმცა, დოლარის შესაცვლელად პრეტენდენტს აშშ-ს ატრიბუტები უნდა ჰქონდეს, მათ შორის ღრმა და ლიკვიდური კაპიტალის ბაზრები, დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი და კანონის უზენაესობა და არცერთი მისი ნაკლი.
ხალხი სამართლიანად ბრაზობს აშშ-ს სულ უფრო მეტად პოლარიზებული პოლიტიკური სისტემის შესახებ, რასაც ძირითადი ინსტიტუციების ლეგიტიმურობის მოსპობა შეუძლია. გარკვეულ მომენტში, ამერიკამ შეიძლება დაკარგოს მადა გლობალური ეკონომიკური, დიპლომატიური და სამხედრო პასუხისმგებლობისადმი, რომელიც მან 1945 წლიდან იკისრა.
მანამდე კი მოემზადეთ დოლარის მომავლისთვის. თქვენ არ გჭირდებათ ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის ჯერომ პაუელის ან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვაზე ნდობა. პუტინმა მათი სამუშაო უკვე შეასრულა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანიელ მოსი