LIVE

აშშ მსოფლიოში Pfizer-ის ვაქცინის განაწილებას აგვისტოში დაიწყებს

11 ივნ 202113:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 654
აშშ მსოფლიოში Pfizer-ის ვაქცინის განაწილებას აგვისტოში დაიწყებს
David Paul Morris/Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის Pfizer-ის ვაქცინის ნახევარი მილიარდი დოზის მიწოდებას აგვისტოში დაიწყებს. ბაიდენის თქმით, ქველმოქმედება ყველაზე მასშტაბური იქნება.

“ჩვენ ვიცით, რა არის ტრაგედია. ჩვენ ასევე ვიცით გაჯანსაღების გზა. ეკონომიკის გახსნისა და ზრდის გასაღები ადამიანების ვაქცინაციაა”, - თქვა ბაიდენმა G7-ის სამიტის წინ. 

ვაქცინების განაწილების სტრატეგიაზე თეთრი სახლის ადმინისტრაციასა და Pfizer-ს შორის მოლაპარაკება 4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რასაც ხელი ნაწილობრივ ინდოეთში Covid-19-ის შემთხვევების ზრდამ შეუწყო. ადგილობრივი მოთხოვნის დამკაყოფილების მიზნით, ინდოეთიდან ვაქცინების ექსპორტის შეჩერებამ ბაიდენის გუნდის ძალისხმევა განაპირობა.

ბაიდენი ესაუბრა Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს, ალბერტ ბურლას, რომელმაც თქვა, რომ კომპანია მზადაა 100 დღეში შექმნას ახალი ინექცია ნებისმიერი საშიში მუტაციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ასევე მუშაობს Covid-19 ორალურ მკურნალობაზე.

“პირველი ნიშნები იმედისმომცემია და თუ ყველაფერი კარგად წავიდა, შეგვიძლია ამ წლის ბოლომდე მივმართოთ მარეგულირებლებს შესაბამისი ნებართვის მისაღებად”, - განაცხადა ბურლამ.

Pfizer-ის დოზები Covax პლატფორმის მიერ შერჩეულ 92 დაბალშემოსავლიან ქვეყანას გადაეცემა

აშშ-ის ნაბიჯი მოიწონა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და განაცხადა, რომ “მიესალმება აშშ-ის ამ მნიშვნელოვან წვლილს Covax-ში, რაც აგვისტოდან უფრო მეტი ვაქცინის განაწილების საშუალებას მისცემს. ეს უზრუნველყოფს მსოფლიოში ყველაზე დაუცველი ადამიანების დაცვას”.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯოშ ვინგროვი და ჯენიფერ ჯეიკობსი