იმპორტირებული საქონლის ფასის ზრდამ ჩინეთის სამეწარმეო ინფლაცია 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე მიიყვანა. ეს ზრდის შანსს, რომ ექსპორტიორები ფასების ზრდას მალე შემდეგ რგოლს გადასცემენ, რაც გლობალურ ეკონომიკაზე ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს.
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიხედვით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, მაისში 9%-ით გაიზარდა, რაც ნავთობის, ლითონებისა და ქიმიკატების ფასების ზრდითაა გამოწვეული. თუმცა, სამომხმარებლო ინფლაცია, 1,6%-იანი პროგნოზის ფონზე, ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, მხოლოდ 1.3%-ით გაიზარდა. პროგნზირებულზე მცირე ზრდა მიანიშნებს, რომ საცალო ვაჭრობა ფასებს, დაბალი საშინაო მოთხოვნის გამო, ჯერ არ ზრდის.
ჩინეთში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი ექსპორტიორია, მწარმოებლებს შორის ინტენსიური კონკურენცია გლობალური სამომხმარებლო ფასებზე დეფლაციურ გავლენას 1990-იანი წლებიდან ახდენს. თუმცა ახლა, ხარჯების და ექსპორტზე მოთხოვნის ერთდროულად ზრდა ნიშნავს, რომ ზოგიერთმა ქარხანამ შეიძლება მალე დაიწყოს ფასების მატება დაბალი მარჟის გამო, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში დაჩქარებული ინფლაციის პარალელურად.
ჯერჯერობით, გაზრდილ ხარჯებს მწარმოებლები, მომხმარებლებისთვის გადაცემის ნაცვლად, მეტწილად ითვისებენ.
საქონლის გლობალური ფასები წელს ჩინეთში ქონების ძლიერი ინვესტიციისა და მთელ მსოფლიოში მთავრობების რეკორდული სტიმულის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ასევე მიწოდების ჯაჭვში პრობლემებს და კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია