რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გაწევრიანების მოწინააღმდეგეები შიშობენ, კონფლიქტში არ აღმოჩნდნენ.
“უკრაინელების არანაკლებ 50%-ს არ სურს ნატოში შესვლა და ეს ჭკვიანი ხალხია. მათ არ სურთ იყვნენ ცეცხლის ხაზში, არ სურთ იყვნენ სავაჭრო მონეტები ან საზარბაზნე ხორცი”,- განუცხადა პუტინმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას.
ეს განცხადება ღია მუქარაა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ემზადება NATO-ს სამიტზე დასასწრებად. ორი დღის წინ კი ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, რომელიც 2014 წლიდან ებრძვის პრორუსი სეპარატისტების აჯანყებებს.
NATO-ს სამიტის შემდეგ, 16 ივნისს, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართები.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალექს საზონოვი და ჰენრი მეიერი