LIVE

ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს სატარიფო პოლიტიკის გამკაცრებით ემუქრება

09 ივნ 202117:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 448
ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს სატარიფო პოლიტიკის გამკაცრებით ემუქრება
Emmanuele Contini—NurPhoto via Getty Images

Brexit-ის ხელშეკრულების ჩრდილოეთ ირლანდიის ნაწილის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს სავაჭრო ტარიფების დაწესებით ემუქრება.

“დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობის გზაჯვარედინზე ვართ”,- განუცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მაროს შეფკოვიჩმა ჟურნალისტებს ბრიტანეთის Brexit-ის მდივანთან, დევიდ ფროსტთან საუბრის შემდეგ. 

შეფკოვიჩის თქმით, ევროკავშირს შეუძლია გარკვეულ სექტორებში თანამშრომლობის შეჩერება, კვოტებისა და ტარიფების ამოქმედება, თუ დიდი ბრიტანეთი ცალმხრივ ცვლილებებს შეიტანს ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლში. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ევროკავშირის სურვილია იმაზე ორიენტირება, რაც მხარეებს აერთიანებთ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს მორალესი