LIVE

Gap-ისა და კანიე უესტის ახალი ხაზის პირველი პროდუქტი $200 ღირს

08 ივნ 202121:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1018
Gap-ისა და კანიე უესტის ახალი ხაზის პირველი პროდუქტი $200 ღირს
Bloomberg

Gap-ის და კანიე უესტის კოლაბორაციის, Yeezy Gap-ის დებიუტის პირველი პროდუქტის ფასი $200-ია. 

გადამუშავებული ნეილონის ლურჯი პიჯაკი, რომელიც დიზაინერსა და ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის ქსელს შორის 10 წლიანი გარიგების ფარგლებში პირველია, მყიდველებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. პიჯაკის ზომა უნისექსია და მხოლოდ აშშ-ში, წინასწარი შეკვეთით შეძენაა შესაძლებელი, თუმცა მიწოდება შემოდგომამდე არ მოხდება.

მყიდველები და ინვესტორები ერთნაირად ელიან ტანსაცმლის ხაზის გამოშვებას, რომელიც მამაკაცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვის გაყიდის პროდუქციას. გარიგების გასაჯაროებისთანავე, Gap-ის აქციები ბოლო 40 წლის მანძილზე ყველაზე მეტად გაიზარდა. სამშაბათს წინა საბაზრო ვაჭრობაში ზრდა კიდევ 1,4% იყო.

უცნობია, როდის მოხვდება მთელი ხაზი Gap-ის მაღაზიის თაროებზე. კომპანიის დირექტორმა, სონია სინგალმა გასულ თვეში კონფერენციაზე დააანონსა, რომ ხაზი სავარაუდოდ მეორე ან მესამე კვარტალში იქნება ხელმისაწვდომი.

სან-ფრანცისკოში დაფუძნებული ბრენდი ვესტთან თანამშრომლობაზე დიდ იმედებს ამყარებს. Gap-ი ცდილობს მოიზიდოს ახალგაზრდა მომხმარებლები და გაიმეოროს წარმატება, რომელსაც Yeezy-მ  Adidas-თან კოლაბორაციაში სპორტული ფეხსაცმლის ხაზით მიაღწია.

საბანკო დოკუმენტების თანახმად, რომლებიც Bloomberg-მა მოიპოვა, Gap-ი უესტთან გარიგებაში მილიარდი დოლარის პოტენციალს ხედავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კიმ ბეშინი