LIVE

მსოფლიოში წამყვანი გამოცემებისა და სამთავრობო ვებ-გვერდები გაითიშა

08 ივნ 202114:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 1119
მსოფლიოში წამყვანი გამოცემებისა და სამთავრობო ვებ-გვერდები გაითიშა

მსოფლიო მასშტაბით წამყვანი გამოცემების ვებ-გვერდები გაითიშა, მათ შორის, Guardian, Financial Times, Independent და New York Times. გათიშულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდიც - gov.uk.

გათიშულ საიტებზე გამოტანილია შეტყობინება - Error 503 Service Unavailable. წინასწარი ინფორმაციით, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს Cloud Computing პროვაიდერის, Fastly-ით, რომელსაც მრავალი მნიშვნელოვანი ვებ-გვერდი ემყარება.

განახლება - Fastly აცხადებს, რომ პრობლემა აღმოფხვრილია. "ჩვენ დავადგინეთ მომსახურების კონფიგურაცია, რამაც გამოიწვია ჩვენი POP-ების გლობალური გაუმართაობა და ამ კონფიგურაციის გამორთვა. ჩვენი გლობალური ქსელი ისევ ამუშაებულია".