LIVE

წელს ბიტკოინზე მოგება მეინსტრიმულ აქტივებზე მოგებას ჩამორჩება

08 ივნ 202119:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 515
წელს ბიტკოინზე მოგება მეინსტრიმულ აქტივებზე მოგებას ჩამორჩება
Bloomberg

წელს ბიტკოინი მომგებიანობით ტრადიციულ აქტივებს ჩამორჩება, რაც კრიპტოვალუტების ბაზრის დაკარგული ორიენტირის დამსახურებაა.

სამშაბათს, აზიის ვაჭრობაში უმსხვილესი ციფრული ვალუტის ფასი თითქმის 6%-ით დაეცა და ფასმა ორკვირიანი მინიმუმი, დაახლოებით $33,000 შეადგინა. Bloomberg Galaxy Crypto-ს უფრო ფართო ინდექსი 10%-ით დაეცა.

ბიტკოინი წელს 14%-იან ზრდას კვლავ ინარჩუნებს, თუმცა ეს ციფრი ახლოსაა სასაქონლო ზრდის მაჩვენებელთან, ისევე როგორც ზოგიერთ ევროპულ და აზიურ აქციებთან.

უდიდესი ციფრული ვალუტის ბოლო ვარდნის მიზეზი გაურკვეველია - ერთი თეორიის მიხედვით, აშშ-ს მიერ ბიტკოინში გადახდილი გახმაურებული გამოსასყიდის უკან დაბრუნებამ აჩვენა, რომ ვალუტა ოფიციალურ კონტროლს მიღმა არ არის იმ მასშტაბით, რასაც ამას მისი უდიდესი დამცველები ამტკიცებენ.

"ის ფაქტი, რომ გამომძიებლებს შეეძლოთ დაედგინათ იმის კვალი, რაც კვალს არ უნდა ტოვებდეს და ეს გამოეყენებინათ, შეიძლება ძირს უთხრიდეს ლიბერტარიანულ, მთავრობის კონტროლისგან თავისუფალი ვალუტის ქეისს",- განაცხადა ჯეფრი ჰალიმ, Oanda-ს ბაზრის უფროსმა ანალიტიკოსმა. მისი თქმით, ამ ფაქტის შედეგები შეიძლება ბიტკოინის გაყიდვის მაპროვოცირებელი იყოს.

სტრატეგები, როგორიცაა ჰალი და Evercore ISI-ის რიჩ როსი ბიტკოინის მთავარ ტექნიკურ დონეს განიხილავენ. ჰალის განცხადებით, ციფრული ვალუტის $30 000-ზე დაბლა ჩამოსვლამ შეიძლება "კიდევ ერთი კაპიტულაცია" გამოიწვიოს. როსი ამ სატესტო ნიშნულს $ 29,000-ზე ხედავს.

აპრილის შუა რიცხვებში ბიტკოინის ფასის თითქმის $65 000-დან ჩამოვარდა, რის გამოც კრიპტოვალუტის სექტორი შეირყა. ციფრული ვალუტების გაყიდვა გამწვავდა მილიარდერი ელონ მასკის საჯარო განცხადებებით ბიტკოინის მოსაპოვებლად საჭირო ენერგიის შესახებ. ჩინური მარეგულირებლების მკაცრმა რიტორიკამ ასევე გააფუჭა განწყობა კრიპტო ბაზარზე.

"ვირტუალური ვალუტა, რომელიც გასული წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა, ახლა გაციების პერიოდში იმყოფება, რაც შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს",- აცხადებს ვიჯა აიარი, Luno Pte-ს კრიპტო ბირჟის აზიისა და წყნარი ოკეანის ხელმძღვანელი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ერიკ ლამი და ჯესიკა ოსინგერი