LIVE

თანამშრომლის თვითმკვლელობის შემდეგ, Toyota შევიწროების პრევენციის ზომებს აძლიერებს

12 ივნ 202113:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 755
თანამშრომლის თვითმკვლელობის შემდეგ, Toyota შევიწროების პრევენციის ზომებს აძლიერებს

Toyota თანამშრომლის სამსახურთან დაკავშირებული თვითმკვლელობიდან სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ აცხადებს, რომ შევიწროების პრევენციის ზომებს აძლიერებს.

2017 წელს Toyota-ს 28 წლის თანამშრომელმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც უფროსმა შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით შრომის რეგიონულმა ბიურომ დაადგინა, რომ გარდაცვალება სამსახურთან იყო დაკავშირებული. გაზეთ Asahi-ის ცნობით, Toyota-ს პრეზიდენტი აკიო ტოიოდა გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს ბოდიშის მოსახდელად შეხვდა. როგორც ცნობილია, კომპანიამ ოჯახთან შეთანხმებას მიაღწია.

2019 წელს იაპონიაში 2000-ზე მეტი საკომპენსაციო სარჩელი შეიტანეს სამსახურთან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით გამოწვეული დაზიანებებისა და გარდაცვალების გამო. იაპონიის შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის რესურსცენტრის თანახმად, შემთხვევები ათი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით გაორმაგებულია.

ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ გააძლიერა ძალისხმევა იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც აგრძელებენ სამუშაო საათების გადაჭარბებას და ზეწოლას ახდენენ თანამშრომლებზე. სარეკლამო სააგენტოს Dentsu Group-ის უფროსი ასევე გადადგა თანამდებობიდან 2016 წელს თანამშრომლის სამსახურთან დაკავშირებული გარდაცვალების გამო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რივერ დევისი