LIVE

ფინანსთა მინისტრი: მომდევნო პერიოდი სტაბილური იქნება

07 ივნ 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 556
ფინანსთა მინისტრი: მომდევნო პერიოდი სტაბილური იქნება

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა გასული წლის კლებას დააკომპენსირებს.

მინისტრმა ლარის გამყარების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური მიმართულებით ახალი რეალობა გვაქვს.

„პროგნოზებს უკვე გადავხედეთ და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6.5%-მდე გავზარდეთ. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური კლება, რაც გასულ წელს გვქონდა, სრულად კომპენსირდება მიმდინარე წელს. გარდა ამისა, გვაქვს ბევრი ფაქტორი, რომელიც ამ მოლოდინებს ამყარებს. ექსპორტის მიმართულებით აპრილში 70%-იანი ზრდა იყო, ფულადი გადმორიცხვები გაიზარდა. ეს ფაქტორები და ასევე, პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, ხელს უწყობს მოლოდინების გაუმჯობესებას. ყველა ეს ფაქტორი ქმნის ახალ რეალობას, რომლის ასახვაც ხდება ლარის კურსზე. წონასწორობის ნიშნული რა იქნება ლარის კურსთან მიმართებაში, მალე გამოჩნდება და ვფიქრობ, რომ მომდევნო პერიოდი იქნება სტაბილური, დიდი მერყეობების გარეშე“,- აღნიშნა მინისტრმა.