LIVE

გაერთიანებული სამეფო განვითარებად ქვეყნებს 100 მილიონზე მეტ ვაქცინას გადასცემს

06 ივნ 202116:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 458
გაერთიანებული სამეფო განვითარებად ქვეყნებს 100 მილიონზე მეტ ვაქცინას გადასცემს
Bloomberg

Sunday Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა განვითარებად ქვეყნებს Covid-19-ის 100 მილიონზე მეტ ვაქცინას გადასცემს.

პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი G-7-ის სამიტზე, რომელიც პარასკევს  გაერთიანებულ სამეფოში იწყება, გეგმავს 2 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტი ღირებულების ვაქცინის გაღების დაპირება გასცეს, მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მეტის პირობით.

ჯონსონი ასევე აცხადებს, რომ ის G-7- ს უბიძგებს 2022 წლის ბოლოსთვის მთელი მსოფლიოს ვაქცინაციისადმი აიღონ პასუხისმგებლობა.

”ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავამარცხოთ Covid-ი მთელ მსოფლიოში”, - წერს ჯონსონი Tweet-ზე.

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს პირსონი