LIVE

სალვადორი ბიტკოინის კანონიერ საგადასახადო საშუალებად მიღებას გეგმავს

06 ივნ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 843
სალვადორი ბიტკოინის კანონიერ საგადასახადო საშუალებად მიღებას გეგმავს
Bloomberg

სალვადორის პრეზიდენტი, ნაიიბ ბუკელე გეგმავს წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც ცენტრალური ამერიკის ქვეყანაში ბიტკოინს კანონიერ საგადასახადო საშუალებად აქცევს.

”მოკლევადიან პერიოდში, ეს შექმნის სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ფინანსური ჩართულობის უზრუნველყოფას”, - განაცხადა ბუკელემ მაიამიში გამართულ Bitcoin 2021 კონფერენციაზე. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტს მომავალ კვირას გაუგზავნის.

ჯეკ მალერსმა, საგადახდო პლატფორმის Strike-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ბუკელეს მთავრობამ მას სთხოვა ემუშავა ბიტკოინის გამოყენების გეგმაზე.

”მათ მთხოვეს დავხმარებოდი გეგმის დაწერაში. ისინი ბიტკოინს განიხილავენ, როგორც მსოფლიო დონის ვალუტას”, - განაცხადა მალერსმა Bitcoin 2021 კონფერენციის Twitter-ის ანგარიშის მიხედვით.

39 წლის ბუკელეს თქმით, ბიტკოინის კანონიერი გადახდის საშუალებად გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს სალვადორის უკეთესი მომავლის ჩამოყალიბებას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელიზაბეტ რემბერტი და ელექს ვასკესი