LIVE

ნიგერია Twitter-ზე წვდომას ზღუდავს

05 ივნ 202119:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 1025
ნიგერია Twitter-ზე წვდომას ზღუდავს
Afolabi Sotunde/Reuters

ნიგერიის სატელეკომუნიკაციო ოპერატორები Twitter-ის სერვისებზე წვდომას, მთავრობის ბრძანებით, შეაჩერებენ. გადაწყვეტილება სოციალური მედიის გიგანტის მხრიდან ნიგერიის პრეზიდენტის მუჰამედუ ბუჰარის პოსტის წაშლას მოჰყვა.

როგორც ნიგერიის ლიცენზირებული სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა, გბენგა ავონუგამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ Twitter ჯერ კიდევ ზოგიერთ შემთხვევაში, შაბათს დილით ხელმისაწვდომი იყო, ქსელის პროვაიდერები წვდომის გაწყვეტის პროცესში არიან ყველა პლატფორმაზე.

ბუჰარმა, რომელიც მოკლე პერიოდში სამხედრო დიქტატორი იყო გასული საუკუნის 80-იან წლებში, დაარღვია სოციალური ქსელის წესები, როდესაც  Twitter-ის პლატფორმაზე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში აჯანყებული სეპარატისტების განადგურების მუქარა გამოაქვეყნა.

”ჩვენმა წევრებმა მიიღეს ოფიციალური ინსტრუქცია ნიგერიის კომუნიკაციების კომისიისგან, ინდუსტრიის მარეგულირებლისგან, რომ შეეჩერებინათ წვდომა. ჩვენ მხოლოდ მთავრობის დირექტივას ვიცავთ”,- განაცხადა ნიგერიის ლიცენზირებული სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა გბენგა ავონუგამ.

ეს უკანასკნელი განვითარებაა სოციალურ მედიასა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის დაძაბულობის მას შემდეგ, რაც იანვარში აშშ-ს კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ, დონალდ ტრამპს Twitter-ზე წვდომა სამუდამოდ შეეზღუდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რუთ ოლოროუნბი