LIVE

ბიტკოინის ფასი რეკორდულ ზრდას განაგრძობს

28 დეკ 202009:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 340
ბიტკოინის ფასი რეკორდულ ზრდას განაგრძობს
George Frey /Bloomberg

ბოტკოინის  ზრდის ერთთვიანი სერია გრძელდება. Bloomberg-ის მიერ შედგენილი კომბინირებული ფასების თანახმად, შაბათს კრიპტოვალუტის ფასმა $28000-ს მიაღწია, ხოლო კვირას ისტორიული მაქსიმუმი, $28365 დაფიქსირდა.

2020 წელს პანდემიური ვითარების ფონზე ბიტკოინის ფასის გასამმაგებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მომხრეები ბიტკოინში ხედავენ ჰეჯირების საშუალებას დოლარის დასუსტების, ინფლაციის ზრდის რისკისა და უზარმაზარი სტიმულირების პაკეტების ფონზე. ბიტკოინის მიმართ ინტერესი გაზრდილია ინსტიტუციურ მყიდველებშიც. სკეპტიკოსები კრიპტოვალუტის, როგორც ინვესტიციის ვალიდურობას ეჭვქვეშ აყენებენ და იხსენებენ წარსულში მის დიდ ზრდას, რასაც დიდი მარცხი მოჰყვა.

კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელოვანი საკითხი მარეგულირებელი კონტროლის ცვალებადობაა, რაც ინვესტორებზე ახდენს გავლენას. გასულ კვირას  ფასიანი ქაღალდების და გაცვლის კომისიამ Ripple ინვესტორების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ Ripple ბრალდების გასაჩივრებას გეგმავს, მოვლენების მსგავსი განვითარება ხაზს უსვამს ციფრული აქტივების უფრო მკაცრი კონტროლის პერსპექტივას.

კრიპტოვალუტა მიმდინარე წელს დაახლოებით 280%-ით, ხოლო Bloomberg Galaxy Crypto Index 261% -ით გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ ლემი