ელონ მასკის კიდევ ერთი ბუნდოვანი ტვიტის შემდეგ, ბიტკოინი 3,4%-ით დაეცა, ჰონგ-კონგში დილის 10:50 საათისთვის ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა დაახლოებით 37,790 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. Bloomberg Galaxy Crypto Index-ი 3.9%-ით დაეცა.
გასულ თვეში ბიზნესმენმა Tesla-ს ელექტრომობილების ბიტკოინით შესყიდვის გადაწყვეტილება გააუქმა. ამან და ასევე ჩინური მარეგულირებელის მკაცრმა რიტორიკამ სექტორის ჩაძირვა გამოიწვია.
Tweeter-ზე ბოლო პოსტში, მასკმა დაწერა #Bitcoin გატეხილი გულის emoji-ით, რაც ეხმაურებოდა მიმს, რომელიც Linkin Park-ის პოპულარულ სიმღერას In the End-ს რეფერენსირებდა.
მასკის Twitter-ის ანგარიშმა გავლენა მოახდინა ბაზრის სხვა ნაწილებზეც - Samsung Publishing-ი, ვირუსული YouTube სიმღერის Baby Shark-ის მეწილე, ამ კვირაში ზრდის ტალღამ მოიცვა მას შემდეგ, რაც მასკმა მის შესახებ Twitter-ზე დაწერა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ ლამი