LIVE

Xiaomi-ს მხარდაჭერილი ფონდი Zongmu-ს ავტონომიურ მართვაში დებს ინვესტიციას

03 ივნ 202115:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 675
Xiaomi-ს მხარდაჭერილი ფონდი Zongmu-ს ავტონომიურ მართვაში დებს ინვესტიციას
venturebeat

საინვესტიციო ფონდი, რომელსაც მხარს უჭერს Xiaomi, Zongmu Technology Shanghai-ს ახალ ინვესტორთა შორისაა. ჩინურმა ავტონომიური მართვის სისტემის სტარტაპმა, დამატებით $190 მილიონი მოიზიდა.

Zongmu-მ ფონდების მოძიება სამ ეტაპად ჩაატარა და პროცესში Xiaomi ლიდერობს. ინვესტიციები ასევე ჩადეს იაპონურმა Denso-მ, Fosun Capital Group-მა, Qualcomm Ventures-მა და ფონდმა, რომელსაც მხარს უჭერს Chongqing Changan Automobile.

სტარტაპი გეგმავს, დაილისტოს Nasdaq-ის მსგავს შანხაის ბირჟაზე - STAR.

„ჩვენ, როგორც მაღალტექნოლოგიური ფირმა, იმედს ვიტოვებთ და აქტიურად ვემზადებით STAR ფორუმზე პოტენციური თავდაპირველი შეთავაზებისთვის“, - განაცხადა Zongmus-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რუი ტანგმა.

შანხაიში, 2013 წელს დაარსებული კომპანია ყურადღებას ამახვილებს ავტონომიურ მართვასა და მართვის მოწინავე ასისტენტის სისტემის ტექნოლოგიებსა და პროდუქტებზე. კომპანიას აქვს კვლევისა და განვითარების ცენტრები პეკინში, შანხაიში, სიამენში, აგრეთვე შტუტგარტში, გერმანიაში. მისი წარმოების ცენტრი არის Xiamen-ში.

Zongmu-ს გაფორმებული აქვს კონტრაქტი ჩინურ FAW Group-თან, რომ უზრუნველყოს კამერიანი პარკირების ავტომატიზირებული სისტემები, რომლებიც გასული წლის ბოლოდან დამონტაჟებულია მანქანების მწარმოებლის ერთ-ერთ ჯიპ მოდელში. მიმდინარე წელს, კომპანია გეგმავს, AVP-ს სრული მეოთხე დონის სისტემის ამოქმედებას, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მობილური აპლიკაციების გამოყენებით გაგზავნონ პარკირების ინსტრუქციები და მანქანები ავტონომიურად იმოძრავებენ ავტოსადგომებზე.

„ტექნოლოგიები, რომლებიც მოიცავს მანქანური ხედვის ალგორითმებსა და მაღალი სიზუსტის სენსორებს, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა შემთხვევებშიც, როგორიცაა cloud მომსახურება, ავტობანებზე ავტონომიური მართვა. ყველა ეს ბაზარი ზრდის ჩვენი ბიზნესის პოტენციალს“,- განაცხადა რუი ტანგმა.

სტარტაპი პირველია, რომელზეც ფსონი Xiaomi-მ გააკეთა საავტომობილო ასპარეზზე მას შემდეგ, რაც სმარტფონების მწარმოებელმა გამოაცხადა $10 მილიარდის ინვესტირება ელექტრომობილების მიმართულებით. Xiaomi ასევე ერთ-ერთი იყო იმ ინვესტორთა შორის, რომლებმაც დაასპონსორეს Black Sesame Technologies, ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის ჩიპების დიზაინერი მანქანებისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის მიხედვით