წყნარი ოკეანის RTS-ის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაერთიანებულ სამეფოს ნება დართონ შეუერთდეს პროცესს,- განაცხადა იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა. პროცესი ხელს შეუწყობს ქვეყანაში Brexit-ის შემდეგ ვაჭრობის ზრდას.
იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა, იასუტოში ნიშიმურამ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გააძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს დიდ ბრიტანეთსა და იაპონიას შორის, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული არეალი ზომით ევროკავშირის ეკონომიკას გაუტოლდება.
“გაერთიანებული სამეფოს შეერთების პროცესის დასაწყისი და CPTPP-ის გაფართოება მნიშვნელოვან სიგნალს გაუგზავნის ჩვენს სავაჭრო პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, ხელი შეუწყონ თავისუფალ, სამართლიან, ღია, ეფექტურ, ინკლუზიურ და წესებზე დაფუძნებულ ვაჭრობას",- აღნიშნეს მინისტრებმა ერთობლივ განცხადებაში.
”CPTPP წევრობის დიდი შესაძლებლობაა დიდი ბრიტანეთისთვის. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური სიმძიმის ცენტრის ევროპიდან მოშორებას მსოფლიოს სწრაფად მზარდი ნაწილებისკენ და გავაფართოვებთ წვდომას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის უზარმაზარ სამომხმარებლო ბაზრებზე",- განაცხადა დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის მდივანმა ლიზ ტრუსმა.
შეიქმნა გაერთიანებული სამეფოს შეერთების სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თავმჯდომარეობს იაპონია, ხოლო მისი მონაცვლეები არიან სინგაპური და ავსტრალია.
იაპონია მხარს უჭერს გაერთიანებული სამეფოს ძალისხმევას გლობალური სავაჭრო გარიგებების უზრუნველსაყოფად, რადგან ის ევროკავშირის დატოვების შემდეგ ცდილობს, უფრო დიდი როლი ითამაშოს აზიის ბაზარზე.
2020 წელს ხელი მოეწერა ორმხრივ სავაჭრო ხელშეკრულებას. გაერთიანებულ სამეფოს ასევე აქვს ცალკეული პაქტები სხვა წევრ ქვეყნებთან, მათ შორის კანადასთან, სინგაპურთან და ვიეტნამთან. ბრუნეი, ჩილე, მალაიზია, მექსიკა, ახალი ზელანდია და პერუ ასევე CPTPP-ის ნაწილია.
დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად შეიტანა განცხადება თებერვალში CPTPP-ში შესვლის შესახებ, Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსის, მაიკ დენისის აზრით, გაწევრიანება დააჩქარებს დიდი ბრიტანეთის საექსპორტო ვაჭრობის ზრდას სწრაფად მზარდ აზიურ ეკონომიკასთან.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: იზაბელ რეინოლდსი და ემი ნობუჰირო