LIVE

J&J-ს კიბოს გამომწვევი პუდრის გამო $2,1 მილიარდის გადახდა დაეკისრა

01 ივნ 202120:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1621
J&J-ს კიბოს გამომწვევი პუდრის გამო $2,1 მილიარდის გადახდა დაეკისრა
Bloomberg

მას შემდეგ, რაც აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაჩენი საკამათო პროდუქტზე დავის შესახებ ძალაში დატოვა, Johnson & Johnson-მა $2,1 მილიარდი უნდა გადაუხადოს ქალებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ბავშვის პუდრი კიბოს გამომწვევი აზბესტით იყო დაბინძურებული.

სამშაბათს აშშ-ს მთავარმა სასამართლომ, კომენტარის გარეშე, უარი თქვა J&J-ის პროტესტის განხილვაზე 2018 წელს სენტ-ლუისის ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებაზე ტალკზე დაფუძნებულ პროდუქტთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ბავშვის პუდრმა 20 ქალში საკვერცხის კიბოს გაჩენას შეუწყო ხელი.

კომპანია გასაჩივრების უარყოფისთვის თებერვალში მოემზადა და გამოაცხადა, რომ განაჩენის დასაფარად თითქმის 4 მილიარდი დოლარი აქვს მობილიზებული. კომპანია კვლავ 26 000-ზე მეტი სასამართლო პროცესის მონაწილეა, რომელიც კიბოს გამომწვევ მიზეზებში ადანაშაულებს მის პროდუქტს. J&J-მა ბავშვის პუდრი აშშ-ში და კანადაში გაყიდვიდან გასულ წელს ამოიღო.

სენტ-ლუისის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა თითოეულ ქალს $25 მილიონი მიანიჭეს ზიანის ანაზღაურების სახით. ამის შემდეგ კოლეგიამ კომპანიას $4 მილიარდზე მეტი დააკისრა სადამსჯელო ზიანის ასანაზღაურებლად, რაც ამ ტიპის სასჯელისთვის, სიდიდით მეექვსე გახდა აშშ-ს იურიდიულ ისტორიაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გრეგ სტორი