LIVE

ნავთობის ფასი 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

01 ივნ 202118:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 455
ნავთობის ფასი 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
Dado Ruvic

აშშ-ის ნავთობის ფიუჩერსებმა ყველაზე მაღალ დონეს მიაღწიეს ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც წარმოების პოლიტიკის განსაზღვრის შეხვედრამდე, OPEC+ ალიანსმა გლობალური ბაზრის გამკაცრების პროგნოზი გააკეთა.

28 მაისს, West Texas Intermediate გაიზარდა 2,6%-ით და ერთი ბარელის ფასმა $68,04 შეადგინა. Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 27 მაისს $70-ს გადააჭარბა.

OPEC+-ის კომიტეტის მიერ ნავთობის ბაზრის შეფასების თანახმად, პანდემიის დროს დაგროვილი ჭარბი ნავთობი თითქმის ამოიწურა და წლის მეორე ნახევარში მარაგები სწრაფად დაიწყებს კლებას. კოალიცია გეგმავს ივლისში ნავთობის წარმოების გაზრდას.

აშშ-სა და ევროპაში პოსტ-პანდემიური მზარდი აღდგენის პროცესი OPEC+ ალიანსს თავდაჯერებას მატებს, რომ ბაზარი მზადაა ნებისმიერი დამატებითი ბარელი აითვისოს. ალიანსის ერთობლივი ტექნიკური კომიტეტის პროგნოზით, დღიური მარაგები მინიმუმ 2 მილიონი ბარელით დაეცემა სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს ლონგლი