SARS-Cov-2-ის შემთხვევების რეკორდული რაოდენობისა და ვირუსის ახალი შტამის დაფიქსირების გამო, იაპონია ქვეყნის საზღვრებს კეტავს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესვლას უზღუდავს. აკრძალვა ორშაბათიდან ამოქმედდება.
მთავრობის განცხადების თანახმად, მოკლევადიანი სამუშაო ვიზიტებიდან დაბრუნებული მოქალაქეები და მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხოელები 14 დღიანი კარანტინისგან აღარ გათავისუფლდებიან.
ტოკიოს მერმა, იურიკო კოიკემ საახალწლო არდადეგებს "ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი" უწოდა და მოსახლეობს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გო ონომიცუ და ლიზა ფემი