რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა უწყებამ “როსკომნადზორმა” პარასკევს Walt Disney, მოკლემეტრაჟიანი ფილმის გავრცელების გამო, გააფრთხილა. საუბარია ფილმზე Out, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელი გეია. უწყება მიიჩნევს, რომ ფილმი რუსეთში მცხოვრები ბავშვებისთვის საზიანოა.
“როსკომნადზორი” Disney-ს ახსენებს, რომ რუსული კანონმდებლობით იკრძალება ისეთი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება, რომელიც “უარყოფს ოჯახურ ღირებულებებს და ახდენს არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების რეკლამირებას ბავშვებში”.
Out აშშ-ში Disney+- ზე გასულ წელს გამოვიდა.
რუსეთის გაფრთხილების შესახებ Disney-ს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
რუსეთში ერთნაირსქესიანთა ურთიერთობა ლეგალურია, მაგრამ 2013 წელს მიღებული კანონი კრძალავს ახალგაზრდებში "არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის გავრცელებას". ადამიანის უფლებათა დამცველები კანონს აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ ის ახალისებს ჰომოსექსუალების მიმართ მტრული დამოკიდებულებას.
ერთნაირსქესიანი წყვილის კოცნის გამო, გასულ კვირას რუსეთში Dolce & Gabbana-ს Instagram-ზე გაშვებული რეკლამების აკრძალვა მოითხოვეს.