საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.2688 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2779 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9843 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9922 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.79 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.