Paramount Pictures-ის "A Quiet Place Part II" და Walt Disney-ის "Cruella" კინოთეატრებში პანდემიურ ერაში ყველაზე დიდი შაბათ-კვირისთვის ემზადებიან. ორივე ფილმმა ბილეთების ადრეულ გაყიდვებში უკვე გამოიმუშავა მილიონობით დოლარი.
ანალიტიკოსები ელიან, რომ შაბათ-კვირა ყველაზე დიდი იქნება მას შემდეგ, რაც პანდემიამ კინოთეატრების ბიზნესი დააზიანა. Boxoffice Pro-ს ანალიზის თანახმად, ტოპ 10 ფილმის სალაროების გაყიდვები სავარაუდოდ, 350%-იან ზრდას გადააჭარბებს, ხოლო პანდემიური კრიზისის დაწყების შემდეგ კინოთეატრების საუკეთესო შაბათ-კვირას 40%-ზე მეტით აჯობებს.
Boxiftice Pro-ს თანახმად, ემილი ბლანტის მონაწილეობით 2018 წლის საშინელებათა ფილმის გაგრძელება A Quiet Place Part II, სავარაუდოდ, პირველ ადგილზე გავა და ამ შაბათ-კვირას $42 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს. ფილმმა $4,8 მილიონი უკვე გამოიმუშავა, რაც იგივე პერიოდისთვის დაახლოებით $500,000-ით აჭარბებს წინა ნაწილს. Comscore- ის მონაცემების თანახმად ფილმმა ამ შემოსავლის მიღება იმ ფონზე მოახერხა, რომ აშშ-ს კინოთეატრების მხოლოდ 71% არის გახსნილი.
რაც შეეხება Disney-ის "Cruella-ს" ფილმის სალაროების პერფორმანსს გარკვეულწილად დაჩრდილავს ის ფაქტი, რომ "Cruella" ასევე ხელმისაწვდომია დისნეის + მომხმარებლებისთვის. სავარაუდოდ, ამ შაბათ-კვირას ფილმმა 17.5 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს, ხუთშაბათის გადახედვისას "Cruella-მ" უკვე გამოიმუშავა 1.4 მილიონი ბილეთების წინასწარი გაყიდვით.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კელი გიბლომი